შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის, ბუტა ანთაძის ოჯახს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ პატრულ-ინსპექტორს, ოთარ თავართქილაძესა და მისი მეწყვილე ავთანდილ მჟავანაძეს ბინები და მედლები გადასცა. ასევე, მედლებით დაჯილდოვდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი მიხეილ დილიმაშვილი და პატრულ ინსპექტორი ირაკლი იფშირაძე, მოქალაქე რაულ თებიძემ კი, მადლობის სიგელი მიიღო.
დაღუპული პოლიციელი ბუტა ანთაძე გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლით – „მამაცობისთვის“. მედალი მის მეუღლეს გადაეცა. მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი, პოლიციის მაიორი ბუტა ანთაძე 2018 წლის 15 ივნისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ქობულეთში დაიღუპა.