01:43
27 იანვარი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 8%-ით გაიზარდა
01-12-2020

2020 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 8 პროცენტიანი ზრდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერთან შედარებით ფასები 2.1 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებსა და ძირითად ლითონებზე.

ამავე პერიოდში ფასები 0.7 პროცენტით, გაიზარდა ჯგუფზე ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი. გარდა ამისა, ფასების 0.3 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები