2019 წლის მაისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი 4.1 პროცენტით არის გაზრდილი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მაისში წინა თვესთან შედარებით ფასები 12 პროცენტით შემცირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის ჯგუფზე. ფასების 0.6 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე. საქსტატის ცნობით, ამ ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა ცელულოზაზე, ქაღალდსა და ქაღალდის ნაწარმზე.
წლიურად კი ფასები გაიზარდა დამამუშავებელი, სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე, ხოლო ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის ჯგუფზე ფასების კლება დაფიქსირდა.