2018 წლის ნოემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1,3 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 2,8 პროცენტით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით ფასები 1,5 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე და შესაბამისმა წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 1,19 პროცენტული პუნქტი შეადგინა.კერძოდ, ჯგუფში ფასები - კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე 2,5 პროცენტით, ქიმიურ ნივთიერებებზე, ქიმიურ პროდუქტებსა და ქიმიურ ბოჭკოებზე კი 2,9 პროცენტით გაიზარდა.