მდინარე "ცისარტყელა" - ასე უწოდებენ "ხუთი ფერის მდინარეს", რომელიც კოლუმბიაში სერანია დე ლა მაკარენას პროვინციაში მდებარეობს. ივლისის ბოლოდან ნოემბრის დასაწყისამდე მდინარის კალაპოტი სხვადასხვა ფერისაა. ძირითადი ფერი წითელია, რომელსაც მცენარე მაკარენია კლავიგერას მეშეობით იღებს.
მდინარის ფერების ცვალებადობაზე მოქმედებს, როგორც ფერადი მცენარეები, ასევე სინათლე და წყლის ტემპერატურა. "ცისარტყელას" მდინარე, გამორჩეულია არამხოლოდ სიჭრელით, არამედ მას აქვს მრგვალი ქვის აუზები. ის აღარებულია მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ადგილად და უწოდებენ სამოთხეს, რომელიც დედამიწაზე მოედინება. წლების მანძილზე დასაწყისში ის მიჩნეული იყო ტურისტებისთვის საშიშ ადგილად. მდინარე, დაახლოებით 100 კილომეტრზეა გადაჭიმული და ყველაფერთან ერთად გამოირჩევა კრისტალური გამჭვირვალობით.