"La Cite du Vin" ანუ ღვინის ქალაქი - ასე ეწოდება ულტრათანამედროვე თემატურ პარკს, რომელიც საფრანგეთში 1 ივნისს გაიხსნა. ესაა თემატური პარკისა და მუზეუმის ერთობლიობა. და სად განთავსდებოდა ასეთი პარკი, თუ არა საფრანგეთის ღვინის დედაქალაქ ბორდოში! ახალი ღირსშესანიშნაობა უნიკალურია რამდენიმე ფაქტორის გამო: არქიტექტურული მხარე, საგამოფენო ექსპონატები და სივრცეები, სხვადასხვა სერვისები და შეთავაზებები. შენობის არქიტექტურის თითოეული დეტალი სიმბოლურად გამოხატავს ღვინის და ვაზის სხვადასხვა ნაწილს. ერთი მხრივ, ვაზის დაკოჟრილი ძირი, მეორე მხრივ კი ღვინის ჩამოსხმა მინის ჭურჭლიდან. დიზაინი ასოცირდება ღვინს სულთან და მის თხევად ბუნებასთან.