სამომხმარებლო კალათა განახლდა - რამდენ დასახელების საქონელსა და მომსახურებას მოიცავს? - Palitra News

სამომხმარებლო კალათა განახლდა - რამდენ დასახელების საქონელსა და მომსახურებას მოიცავს?

2019-02-05 15:47:45+04:00

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სამომხმარებლო კალათა განაახლა. როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2019 წლის განახლებული კალათა გაზრდილია და 306 დასახელების სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებას მოიცავს. მათივე ცნობით, გასული წლის სამომხმარებლო კალათას გამოაკლდა 3 და დაემატა 4 პროდუქტი. ამასთან ერთად, განახლებულია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების წონები. განახლებული სამომხმარებლო კალათა, ასახავს მოსახლეობის დანახარჯების უახლეს სტრუქტურას, რაც უფრო საიმედოს ხდის სამომხმარებლო ფასების ინდექსს - ინფლაციის მაჩვენებელს.