სამოქმედო გეგმა გამზადებულია, სახელწოდებით - „მაინც დაგაბოქლომებთ“, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.მისი თქმით, დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაზე მოხდება მათი სტრატეგიის გაჟღერება.„სამოქმედო გეგმა გამზადებულია სახელწოდებით - „მაინც დაგაბოქლომებთ“. ვაგრძელებთ ამ კამპანიას. დღეს, 19:00 საათზე, ახალგაზრდების მხრიდან მოხდება გაჟღერება იმ სტრატეგიის, რომელიც გვაქვს. მივმართავ „ქართულ ოცნებას“ - მაინც დაგაბოქლომებთ“, - განაცხადა ვაშაძემ.