სამოქალაქო სექტორის მიერ დაანონსებული აქცია 3 ივლისს გაიმართება. მთავარი მოთხოვნა ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნაა. 24 ივნისის შემდეგ ქართული ოცნება მოთხოვნებს დემოკრატიული პროცესების გვერდის ავლად ხედავს, ოპოზიციას კი პოლარიზაციის აღმოფხვრისთვის ერთადერთ გზად ტექნიკური მთავრობა მიაჩნია.