სამოქალაქო სექტორი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმების მოსამზადებლად არსებულ სამუშაო ჯგუფში წარმომადგენლობის გაზრდას ითხოვს, - ამის შესახებ ”ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“წარმომადგენელმა, სოფო ვერძეულმა განაცხადა. არასამთავრობო ორგანიზაციები გეგმავენ, რომ მოთხოვნა უახლოესი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დააყენონ.მისი თქმით, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში სამოქალაქო სექტორის ფართო წარმომადგენლობა არაა, მათ შორის მართლმსაჯულების კოალიციიდან ჯგუფში, მხოლოდ ერთი ადამიანია დაშვებული. „შეუძლებელია 50 ადამიანში სამოქალაქო სექტორიდან ერთზე მეტი ადგილი ვერ მოიძებნოს და ამ დროს ვსაუბრობდეთ, რომ ნება არის ამ საკითხის ფართო სპექტრში განხილვის“- აცხადებს ვერძეული. მისივე თქმით, სამოქალაქო სექტორს ასევე აინტერესებს, თუ ვინ იღებს პასუხისმგებლობას შექმნილ ვითარებაზე. „პასუხისმგებლობა უნდა აიღონ საბჭოს იმ წევრებმა, ვინც შეადგინა ეს სია“, - აღნიშნა ვერძეულმა.