სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს გეგმა, რომლითაც ევროკომიის მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილი 12-პუნქტიანი მოთხოვნების შესრულება არის შესაძლებელი. კერძოდ, მათი განმარტებით, აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, ამ კუთხით კი შესასრულებელია შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილი საკითხები. მათ შორის მოხდეს პარლამენტში ძალთა გადანაწილება. ასევე, მათი ხედვით, აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება, რაც ეხება ცესკო-ს დამოუკიდებლობას, მისი თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების კონსენსუსის საფუძველზე მიღებას. როგორც "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, აღნიშნული გეგმის შესასრულებლად აუცილებელია პოლიტიკური ნების არსებობა. მისივე განმარტებით, მათ აქვთ ეჭვი, რომ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი გეგმა კიდევ ერთი ფორმალური პროცესია.