როცა ხელისუფლება საუბრობს, რომ მათი კანდიდატის დამარცხების შემთხვევაში სამოქალაქო ომი დაიწყება, ეს აღმაშფოთებელია. მაშინ არჩევნებს რატომ ატარებენ?, - ამის შესახებ თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსთან" საუბრისას განაცხადა.ალეკო ელისაშვილი ხელისუფლებას ურჩევს, საზოგადოებისთვის სენსიტიური თემით ნუ თამაშობს და შეახსენებს, რომ ქვეყანას სამოქალაქო ომით მიღებული იარები ჯერ კიდევ არ მოშუშებია.