"სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა და მოძრაობის წევრებმა თბილისის მერიის წინ აქცია-პერფორმანსი მოაწყო.
"სამოქალაქო მოძრაობის" წევრებმა დედაქალაქის მერიის წინ ტელევიზორი მიიტანეს და თბილისის მეტროში ე.წ პიკი საათის დროს გადაღებული კადრები აჩვენეს.
ელისაშვილის განცხადებით, მათი მიზანია, თბილისის მერმა ნახოს თუ რა მდგომარეობაა მეტროში და "როგორ წვალობს ხალხი მერიის და პირადად კალაძის არაკომპეტენტური სატრანსპორტო რეფორმის შედეგად". მისივე თქმით, მერიამ უნდა შეაჩეროს ტაქსების რეფორმა, რადგან აღნიშნული ქალაქის პარალიზებას იწვევს.