"სამოქალაქო მოძრაობის" დამფუძნებელი ალექსანდრე ელისაშვილი საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარეს ლევან სურგულაძეს დებატებში იწვევს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მოძრაობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა. ელისაშვილის განცხადებით, დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითი უნდა გახდეს. "მივმართავ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელს ლევან სურგულაძეს და ვიწვევ დებატებში. არა იმიტომ, რომ ამ მაღალანაზღაურებადი თანამდებობის პირთან ლაპარაკი მეხალისება, არამედ იმისთვის, რომ დებატებში მოსახლეობა კიდევ ერთხელ დავარწმუნო იმაში, რომ ეს არის გაუაზრებელი, მძარცველური და თაღლითური პროექტი" - განაცხადა ელისაშვილმა.