სამოქალაქო მოძრაობები „კომენდანტის საათის” და ჯარიმების გაუქმების მოთხოვნით ერთიანდებიან, აქტივისტები პარლამენტის შენობის წინ აქციას გამართავენ. სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბებიან და 18:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ,მტავარ ლოკაციაზე აქციას გამართავენ.
სამოქალაქო მოძრაობების მთავარი მოთხოვნა კომენდანტის საათის და იმ ჯარიმების გაუქმება, რომელიც მოქალაქეებს „კომენდატის საათის“ დარღვევისთვის დააკისრეს.
აქტივისტები პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ, რომ აქციას შეუერთდნენ და ერთად გააპროტესტონ ის მოთხოვნები, რაც მათ აქვთ.