სამოქალაქო მოძრაობამ "ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის" პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გამართა, აქტივისტებს ადგილზე მიტანილი ჰქონდათ კასრი, რომელზეც იყო წარწერა "დაკონსერვებული საქართველო".
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მთავრობა ასე აკონსერვებს მათ, რადგან არ ხსნის საზგოადოებრივ ტრანსპორტს და კომენდანტის საათს. აქტივისტების განცხადებით, მთავრობამ ეს შეზღუდვა უნდა მოხსნას და მისცეს მოქალაქეებს შეუზღუდავად გადაადგილების უფლება.