სამოქალაქო მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტები: ირაკლი ქართველიშვილი, ბექა ნათელაშვილი, მიხეილ ქუმსიშვილი და ლევან ლელაშვილი მცხეთის პოლიციაში გამოცხადდნენ. მათ ადგილზე სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინეს, რომელიც სასამართლოში იქნება წარდგენილი.მათი ადვოკატის მარიამ ცუცქირიძის განცხადებით, სამართალდარღვევის საქმე 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
შეგახსენებთ ინციდენტი მცხეთაში დეპუატ დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან მოხდა. "გაბედეს" აქტივისტებს კონტრაქციის მონაწილეები დაუპირისპირდენენ. შეხლა-შემოხლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.