სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე ლევან კარანაძე შეირჩა.ცნობისთვის, კარანაძე 2018 წლის მარტიდან დღემდე სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე იყო. სააგენტოში მუშაობის დაწყებამდე, კარანაძე ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციაში სააერნაოსნო მომსახურების ორგანიზების სამმართველოს უფროსად, ხოლო 2008-2011 წლებში, “საქაერონავიგაციაში“ საჰაერო მოძრაობის მეთვალყურედ მუშაობდა.ავიაციის სააგენტოს ახალ ხელმძღვანელს დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო ინსტიტუტი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების და საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტის სპეციალობით.