ოკუპირებულ ახალგორში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი ცხინვალის პროკურატურიდან გამთენიისას გაათავისუფლეს. როგორც ოჯახმა განაცხადა, მეარაყიშვილისთვის მხოლოდ დე ფაქტო რეჟიმის პროკურატურაში გახდა ცნობილი, რომ ბრალი ედებოდა დე ფაქტო პრეზიდენტის, ბიბილოვის პარტიის წევრის სპარტაკ დრიაევის მიმართ ცილიმსწამებლური ინფორმაციის გავრცელებაში.მათივე განმარტებით, თამარ მეარაყიშვილის ცხინვალში გადაყვანის პარალელურად, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა ახალგორში, დაკავებულის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ჩხრეკის დროს კორპუსში მდებარე ბინაში თავადაც იმყოფებოდნენ. მათივე თქმით, შეძლეს გაერკვიათ, რომ ფორმიანები ცდილობდნენ ეპოვათ რაიმე მტკიცებულება, რომელიც აღნიშნულ ბრალდებას დაამტკიცებდა.