აქციის მონაწილეები, რომლებმაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობა დაიწყეს "ქართული ოცნების" ოფისთან მივიდნენ.
აქციის მონაწილეები დაუმორჩილებლობას აცხადებენ და ამბობენ, რომ არაკონსტიტუციურ და არაგონივრულ შეზღუდვებს არ დაემორჩილებიან. ქართული ოცნების ოფისის შემდეგ, მათ აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოაწყვეს.
აქტივისტებმა ირაკლი ფანგანის პატიმრობას გააპროტესტეს, რომელიც ბათუმში დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის ფაქტზეა დაკავებული. აქტივისტები ასევე აცხადებდნენ, რომ აკრძალვის ნაცვლად რეგულირებაა საჭირო.