ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტში შესვლა აქციის და შეძახილების ფონზე მოუხდათ.
მათ შეძახილებით 20 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულები და სამოქალაქო აქტივისტები დახვდნენ, რომლებიც პარლამენტთან აქციას გამართეს და ამნისტიის აქტის ბრალდებულ პოლიციელებზე გავრცელება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან სურათები მიიტანეს, რომელზეც 20 ივნისის ღამის მოვლენებია ასახული.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათთვის დაუშვებელია ამნისტია ჯალათებს შეეხოს და ასევე მიუღებელია ოპოზიციის წარმომადგენლების პარლამენტში შესვლა.