ბათუმში, ევროპის მოედანზე "ანტიქიმიური კარავი" გაშალეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საინიციატივო ჯგუფი წევრები, ქიმიური ტერმინალის მშენებლობის შესახებ მოქალაქეებს ინფორმაციას, 24 საათიან რეჟიმში მიაწვდიან. მათივე თქმიტ კარვის დადგმაზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სიტყვიერი შეთანხმება აქვთ. ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობას სამოქალაქო აქტივისტები სხვადასხვა ფორმით უკვე თითქმის ერთი თვეა აპროტესტებენ, მათ განცხადებიტ ტერმინალის გახსნა ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს.