სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი, რომელიც ქვეყანაში არსებულ შეზღუდვებს აპროტესტებს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩა.
დაუმორჩილებლობის მსვლელობა, რომელიც გუშინ საღამოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო, კვლავ პარლამენტთან, საქართველოს ეროვნული ჰიმნის შესრულებით დასრულდა.
სამოქალაქო აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებულ კარვებთან დაბრუნდნენ, სადაც აქტივისტების ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში დარჩა.