აქციის მონაწილეები, რომლებმაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობა დაიწყეს "ქართული ოცნების" ოფისთან მივიდნენ.
აქციის მონაწილეები დაუმორჩილებლობას აცხადებენ და ამბობენ, რომ არაკონსტიტუციურ და არაგონივრულ შეზღუდვებს არ დაემორჩილებიან. ისინი აცხადებენ, რომ აკრძალვის ნაცვლად რეგულირებაა საჭირო.
აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისიდან შსს შენობასთან გადანაცვლებას გეგმავენ, სადაც ირაკლი ფანგანის პატიმრობას გააპროტესტებენ, რომელიც ბათუმში დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის ფაქტზეა დაკავებული.