"სამხრეთ ოსეთმა" საკონტროლო-გამშვები პუნქტი "პერევი" დაკეტა - Palitra News

"სამხრეთ ოსეთმა" საკონტროლო-გამშვები პუნქტი "პერევი" დაკეტა

2019-09-19 10:54:22+04:00

ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის" КГБ-ს განცხადებით, "რესპუბლიკის დღის" საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით, "საკონტროლო-გამშვები პუნქტის "პერევის" მუშაობა დროებით შეწყდა. პუნქტი დაიკეტა 18 სექტემბრის 20:00 საათზე და მუშაობას განაახლებს 22 სექტემბრის დილის 06:00 საათზე. ამ ინფორმაციას სააგენტო "რესი" ავრცელებს.

დე ფაქტო ხელისუფლებამ ადრე "საზღვარზე" დაძაბული სიტუაციის მომიზეზებით გაურკვეველი ვადით დაკეტა პუნქტები "რაზდახანი' და "სინაგური".