სამხრეთ-კორეულმა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ამერიკული კომპანია Google მობილური ოპერაციული სისტემებისა და აპლიკაციების ბაზარზე დომინანტური პოზიციის გამო 207 მილიონ 400 ათასი ვონით ანუ 176 მილიონ 800 ათასი დოლარით დააჯარიმა. ამის შესახებ სააგენტო Yonhap-ი წერს.
მისი მონაცემებით, Google ხელს უშლის საბაზრო კონკურენციას და სმარტფონების მფლობელებისგან მოითხოვს პირობას, რომლის შესაბამისად ისინი საკუთარ მოწყობილობაზე ვერ შეძლებენ Android-ის მოდიფიცირებული სისტემების დაყენებას. ეს კი მარეგულირებლის თქმით, ხელს უშლის სმარტფონების სხვა ოპერაციული სისტემების შექმნას და საქმიანობას.
როგორც ცნობილია, 2021 წლის 31 აგვისტოს სამხრეთ კორეის რესპუბლიკამ მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, Apple-სა და Google-ის მაღაზიებმა საკუთარ პლატფორმებზე გვერდითი გადამხდელი სისტემები უნდა დაუშვან.