სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ნახევარძმის, კიმ ჩენ ნამის მკვლელები, ჩრდილოეთ კორეელი აგენტები არიან. ამ ვერსიას აშშ-იც იზიარებს. კიმ ჩენ ნამის მკვლელობაში 2 ქალია ეჭვმიტანილი, რომლებმაც მალაიზიელი ექიმების განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ნახევარძმა მოწამლული ნემსით მოკლეს. კიმ ჩენ ნამი მალაიზიაში, კუალა ლუმპურის საერთაშორისო აეროპორტში მოწამლეს. მკვლელბი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.