სამხრეთ კორეის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა მუნ ჩე ინიმ, ფიცი დადო, რომ აუცილებლად დიდ დროს დაუთმობს ისეთ რთულ თემებს, როგორებიც ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ამიციები და ამ საკითხში აშშ-ჩინეთის ქმედებებია. ლიბერალმა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ის კორეის ნახევარკუნძულზე უსაფრთხოების საკითხს აუცილებლად მოაგვარებს, რასთან დაკავშირებითაც მოლაპარაკებებს ოფიციალურ ვაშინგტონთან და პეკინთან გამართავს. მუნ ჩე ინიმ პირობა დადო, რომ სამხრეთ კორეაში განთავსებულ აშშ-ის სარაკეტო სისტემას შეამცირებს. ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა ბიზნესისა და სახელმწიფოს ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდება.