სამხრეთ კორეაში ის მოქალაქეები, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა აქვთ გაკეთებული, ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან.
Reuters-ის ინფორმაციით, ახალი წესი ივლისიდან ამოქმედდება. ქვეყნის ხელისუფლება ამ გზით გეგმავს, მოქალაქეები წაახალისოს და სექტემბრამდე მოსახლეობის დაახლოებით 70%-ის ვაქცინაცია განახორციელოს.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეაში, სადაც 52 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ მხოლოდ 7.7%-ს აქვს გაკეთებული.
ქვეყანაში, პანდემიის დაწყებიდ დროიდან, კორონავირუსის 137 682 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 1 940 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.