04:39
27 თებერვალი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
სამხრეთ კორეაში ყველაზე დიდი ძაღლის ხორცის ბაზარი დახურეს - რა გახდა ამის მიზეზი?
15-07-2019

ცხოველთა დამცველების არაერთი პროტესტის შედეგად, სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ, ქალაქ პუსანაში მდებარე ცნობილი გუპოს ბაზარი დახურა, სადაც ძაღლის ხორცის მოყვარულებს შეეძლოთ საკვებად შინაური ბინადარი აერჩიათ. ვაჭრები ძაღლებს ელექტროშოკით კლავდნენ, რათა მყიდველისთვის ახალი ხორცი გადაეცათ. ცხოველთა დამცველებმა 85 ძაღლის გადარჩენა შეძლეს, მათ წინ საშინელი წამებით სიკვდილი ელოდათ.

ქალაქ პუსანაში დაკეტილი ბაზარი იმ კამპანიის ნაწილი გახდა, რომელსაც სამხრეთ კორეის ხელისუფლება ძაღლის ხორცით ვაჭრობასა და მის საკვებად მიღების წინააღმდეგ იბრძვის. სამომავლოდ, ბაზრის ტერიტორიაზე დასასვენებელი პარკი გაკეთდება.

2018 წელს  ნოემბერში სენონგამ-სიში ხელისუფლებამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძაღლების სასაკლაო დახურა. ასევე, გააუქმეს უამრავი ფერმა, საიდანაც ამ სასაკლაოზე ძაღლები მიჰყავდათ. 2019 წლის დასაწყისში ქალაქის მერმა, ძაღლების სასაკლაოს ფილმის ნახვის შემდეგ განაცხადა, რომ აუცილებელია ყველა სასაკლაო დაიხუროს.კორეელების უმეტესობა ძაღლის ხორცს არ მიირთმევს, მაგრამ შინაური ცხოველის ხორცი გაცილებით პოპულარულია ივლისში და აგვისტოში, როდესაც ადგილობრივი ტრადიციის თანახმად, ოჯახები ბოსინტანგის წვნიანს ამზადებენ.

1970-დან 1980 წლამდე გუპოს ბაზარზე 60 ძაღლის ხორცის მაღაზია მდებარეობდა, მაგრამ 1988 წელს- სეულის ოლიმპიადის შემდეგ, მისი რაოდენობა რადიკალურად შემცირდა და ამჟამად დარჩენილი 17 ობიექტიც დაიხურა. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე ძაღლების ფერმები, სასაკლაოები და ბაზრები ეტაპობრივად უქმდება, ცხოველთა დამცველების თქმით, ჯერ კიდევ არსებობს რამდენიმე ათასი ფერმა, სადაც 2 მილიონზე მეტი ძაღლი სიკვდილს შიშით ელოდება.

ბოლო დროს დავხურეთ 14 ფერმა და გადავარჩინეთ 1800 ძაღლი. ამჟამად ყველა ცოცხალი ძაღლი ბაზრიდან გამოვიყვანეთ, რომლებიც ცხოველთა თავშესაფრებში რეაბილიტაციას გადიან. ამის შემდეგ, ზოგიერთი მათგანი ჩრდილოეთ კორეაში დარჩება, ხოლო უმეტესობა აშშ-სა და კანადაში წავლენ, სადაც ცხოველთა დამცველები მზრუნველ ოჯახებს მოუძებიან,"- ამბობს კორეელი ცხოველთა დაცვის აქტივისტი."წარმატებული კამპანიის შემდეგ, მუშაობას გავაგრძელებთ მომდევნო ძაღლის ხორცის ბაზრის დახურვაზე, რომელიც ქალაქ დეგუში მდებარეობს,"- ამბობს კორეის ცხოველთა კეთილდღეობის ორგანიზაციის პრეზიდენტი ჩო ჰი კუნგი.

AutoPlay
სტრიების მკურნალობა და პრევენციის გზები - მაყურებლების კითხვებს დერმატო-კოსმეტოლოგი პასუხობს
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
როგორ გამოიყურება მეგან მარკლისა და პრინც ჰარის 14 მილიონიანი სასახლე ვანკუვერში
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
"მოჩვენებების სოფელი" უდაბნოში, სადაც სახლებს კარი და ფანჯრები არ აქვთ
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
გაერო - მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ აკეთებს საკმარისს იმისთვის, რომ საკუთარი ბავშვები დაიცვას
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
"მეტი ქართული პროდუქტის" ინიციატივა "ვენდისთვის" წარმატებული აღმოჩნდა
24-02-2020
როგორ ჩნდება ფობია და როდის გადაიზრდება ის პანიკურ შეტევებში - ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე შიშების შესახებ
19-02-2020
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები