სამხრეთ კორეაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის მიზეზი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში ჩრდილოეთ კორეის საზღვართან ახლოს, ტყეში გაჩენილი მასშტაბური ხანძარია, რასაც სულ მცირე 1 ადამიანი ესმხვერპლა. მიმდებარე ტერიტორიებიდაც ხანძრის გამო, 4000 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. ცეცხლის ლოკალიზების პროცესში 800-ზე მეტი სახანძრო მანქანა და 32 სამხედრო ვერტმფრენია ჩართული. მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობაში სამხედროებიც ეხმარებიან. ხანძრის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა, ვარაუდობენ, რომ ცეცხლი კანვონდოს პროვინციაში ტრანსფორმატორიდან გასროლილმა ნაპერწკალმა გამოიწვია. შემდეგ კი ძლიერი ქარის გამო მთიან რეგიონში გავრცელდა.