სამხრეთ კორეაში კორონავისურის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 46-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას კორეის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯე ინი შესაბამის უწყებებს ინფექციის გაკონტროლების მიზნით მკაცრი ზომების გატარებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ გაძლიერდეს ეკონომიკა, რომელიც კორონავირუსის გლობალური ეპიდემიის გამო საგანგებო სიტუაციაში აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით დაიფიცირების შემთხვევები 27 ქვეყანაში დაფიქსირდა. ვირუსს ჩინეთის საზღვრებს მიღმა 4 ადამინი იაპონიაში, ჰონგ-კონგში, ფილიპინებსა და საფრანგეთში ემსხვერპლა.