სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 256 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 022-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამხრეთ კორეაში ვირუსით გარდაცვალების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და შესაბამისად, ფატალური შემთხვევების რიცხვი კვლავ 13-ია.
აღსანიშნავია, რომ 256 ახალი შემთხვევიდან 182 ქალაქ დეგუში დაფიქსირდა, რომელიც ქვეყანაში ვირუსის გავრცელების ეპიცენტრად ითვლება.