სამხრეთ კორეაში 8 მარტის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 315 ადამიანი დაინფიცირდა და ჯამში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა 16 670-ს მიაღწია. ამასთან გასული დღე-ღამის განმავლობაში სახმრეთ კორეაში კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა და მსხვერპლის რიცხვი 309-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ვირუსის შემთხვევების ზრდა კარანტინის შემდეგ ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნასთანაა დაკავშირებული