სამხრეთ კორეაში კორონავირუსის დამატებით 115 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს. ამ დროის მონაცემებით, სამხრეთ კორეაში კორონავირუსი 1261 პირს აქვს დადგენილი. ინფექციის ყველაზე დიდი ნაწილი ქალაქე დეგუშია, სადაც იმ რელიგიური ჯგუფის ეკლესია მდებარეობს, რომლის წევრებსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდათ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ვირუსით ქვეყანაში 12 ადამიანია დაიღუპული, მათ შორისაა ამერიკელი ჯარისკაცი, რომელიც კემპ კეროლის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა. აღნიშნული ბაზა ქალაქ დეგუდან 20 კილომეტრში მდებარეობს.