სამხრეთ კორეაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები შემცირდა. ბოლო 24 საათის განმალვობაში ქვეყანაში ვირუსის 114 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვმა მთლიანობაში 66 შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების მანძილზე სამხრეთ კორეაში, ახალი შემთხვევების რაოდენობა თავდაპირველად დასტაბილურდა, ხოლო შემდგომ შემცირდა. ცნობისთვის, ამ დროისთვის სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 7 860-მდე შემთხვევა დადასტურდა.