სამხრეთ კორეაში დემონტაჟის პროცესში მყოფი 5-სართულიანი შენობა მოულოდნელად ჩამოინგრა და სამგზავრო ავტობუსს დაეცა, რის შედეგადაც დაიღუპა მინიმუმ 9 და დაშავდა 8 ადამიანი.
მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ გვაგჯუში, დედაქალაქ სეულიდან სამხრეთ-დასავლეთით 270 კილომეტრში მოხდა. შენობის ჩამოშლის მიზეზი ჯერჯერობით გაურკვეველია და სამართალდამცავები ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებენ.
ტერიტორიაზე მყოფი მუშების ევაკუაცია შენობის ჩამონგრევამდე განხორციელდა.