სამხრეთ კაროლინის ქალაქ ჩარლსტონის ერთ-ერთ რესტორანში აყვანილი მძევლები პოლიციამ გაათავისუფლა. როიტერსის ინფორმაციით, შეიარაღებული პირი დაწესებულებაში შეიჭრა და ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა, შედეგად დაიჭრა 1 მოქალაქე. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდმცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. პოლიციამ დანაშვე დააკავა. გამოძიება ტერაქტის მუხლით არ მიმდინარეობს.