ნალექიანი ზამთრისა და სწრაფად მომატებული ტემპერატურების გამო სამხრეთ კალიფორნიაში ანზა-ბორეგოს უდაბნო უეცრად აყვავდა.ვ ელური ყვავილების უმეტესობას სქელი, ცვილის შემცველი თესლები აქვთ, რის გამოც მათ ნიადაგზე გადარჩენა წლების განმავლობაში შეუძლიათ, შემდეგ კი ისინი ხელსაყრელი პირობების გამოჩენისთანავე აყვავებას იწყებენ.კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის, რიჩარდ მინიხის თქმით, "სუპერ აყვავებების" დროს შესაძლოა ისეთ ყვავილებსაც წააწყდეთ, რომლებიც გადაშენებულად ითვლება.უდაბნოს ასეთი აყვავება თავს ყოველ ათ წელიწადში ერთხელ იჩენს, თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც კალიფორნიის აღნიშნულ რეგიონში ყვავილები მასობრივად აყვავდა, ბოლო მსგავსი შემთხვევა 2017 წელს დაფიქსირდა. ექსპერტები აცხადებენ, რომ ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, მომდევნო დღეებისა და კვირების განმავლობაში სამხრეთ კალიფორნიის უდაბნო კიდევ უფრო ფერადი გახდება.