ცენტრალურ და სამხრეთ ჩინეთში ძლიერმა გადაუღებელმა წვიმებმა წყალდიდობა და ფართო ტერიტორიების დატბორვა გამოიწვია. სტიქიით დაზარალდა ქალაქი ვუჰანში, რომელიც რამდენიმე თვის წინ კორონავირუსის ეპიცენტრი გახდა. ოთხბალიანი შკალით, ვუხანში განგაშის მეორე დონე გამოცხადდა. ქალაქში სტიქიის შედეგად დაზიანდა გზები და ინფრასტრუქტურა. ჯეძიანის, ანხოის და ძიანსუს პროვინციებში გამოცხადებულია განგაშის ყვითელი დონე. ჩინეთის წყლის რესურსების სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის მდინარეებში წყლის დონემ სახიფათო ნიშნულს 50-ზე მეტ ადგილას გადააჭარბა. ჩინეთის მეტეოროლოგიური ადმინისტრაციის ინფორმაციით, წელს ივნისში ნალექი სეზონურ ნორმას 13.5%-ით აჭარბებს.