სამხრეთ აფრიკამ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა - Palitra News

სამხრეთ აფრიკამ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა

2021-02-08 09:06:44+04:00

სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის უწყებამ AstraZeneca-ს მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება ქვეყანაშიდროებით შეაჩერა,- ამის შესახებ სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მინისტრმა ზველი მხიზემ განაცხადა. მისი განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი კვლევის შედეგია, რომლის თანახმადაც, AstraZeneca-ს ვაქცინა „სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტის წინააღმდეგ ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა.

ზველი მხიზემ განაცხადა, რომ ქვეყანა Pfizer / BioNTech- ისა და Johnson & Johnson- ის მიერ შექმნილი ვაქცინების განაწილებას განაგრძობს.