ბათუმში სამხედრომ სამხედრო შემთხვევითი გასროლით დაჭრა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მას მედცენტრში ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების განმარტებით, ტრავმული შოკის გამო, პაციენტი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს. თავდაცვის სამინისტრო კი განმარტავს რომ დაჭრილი სამხედროს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უწყების ინფორმაციით, მას მსუბუქი ჭრილობა მარჯვენა იდაყვის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევა ბათუმში, სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე 22 იანვარს მოხდა. ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალების შენახვის ბაზის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურემ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამხედრო დაშავდა. თავდაცვის სამინიტროს განმარტებით, ეს უნებლიე გასროლა იყო. მომხდარზე გამოძიება თავდაცის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს.