სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც ჩილედან ანტარქტიკისკენ მიემართებოდა, გაუჩინარდა. ამის შესახებ ჩილეს საჰაერო ძალები იტყობინება. ბიბისის ცნობით, ლაინერის ბორტზე 38 ადამიანი იმყოფებოდა. იგი ქალაქ პუნტა არენასიდან ადგილობრივი დროით 16:55 საათზე აფრინდა, თუმცა, დაახლოებით ერთ საათში მასთან კავშირი გაწყდა. ბორტზე მყოფ ადამიანებს შორის 21 მგზავრი იყო, ხოლო 17 ეკიპაჟის წევრი. ისინი გაყინულ კონტინენტზე ლოჯისტიკური დახმარების მიზნით მიემგზავრებოდნენ. თვითმფრინავის სამძებრო ოპერაცია დაწყებულია.
როგორც ჩილეს საჰაერო ძალების გენერალი აცხადებს, პილოტს ძალიან დიდი გამოცდილება ჰქონდა. რა გახდა ლაინერის გაუჩნარების მიზეზი უცნობია.