პენიტენციურ სისტემაში წვევამდელთა ინსტიტუტი სრულად გაუქმდება. აღნიშნულს პენიტენციურ სისტემაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის წესების რეფორმა გულისხმობს. რეფორმის თანახმად, პენიტენციურ სისტემა ეტაპობრივად გადავა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურზე.
შედეგად, ყველა ახალ დაწესებულებაში, რომელიც ლაითურში, რუსთავში, ქსანში უნდა გაიხსნას და მშენებლობები მიმდინარეობს ან სამუშაოები დაგეგმვის პროცესშია, გარე პერიმეტრს დაიცავენ არა წვევამდელები, არამედ კონტრაქტით დასაქმებული პირები, რაც შეეხება 15 მოქმედ დაწესებულებას, იქ ძველი, მოქმედი სისტემა ახლით ეტაპობრივად შეიცვლება.