უფროსი სერჟანტის, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში ღია კარის დღე გაიმართა. სპეციალური სავარჯიშოები რამდენიმე სასწავლო უბანზე ჩატარდა. რეკრუტებს ბრძოლის ველზე სამწყობრო და ფიზიკური მომზადების დემონსტრირების შესაძლებლობა მიეცათ. საჩვენებელი სწავლების დროს დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში საკუთარი ძალების მოსინჯვის საშუალება რეკრუტების ოჯახის წევრებსაც ჰქონდათ. ღია კარის დღის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში, 2018 წელს სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში პირველ ეტაპზე გაწვეული სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.საბრძოლო მომზადების კურსის დასრულებისა და 26 მაისს ფიცის დადების შემდეგ, ისინი სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და ოთხწლიან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს გაივლიან.