სამხედრო პოლიციის წარმომადგენელი - რეკრუტის საქმეზე დაწყებულია გამოძიება თუ რომელიმე მხარის ბრალეულობა დადგინდა, შესაბამისი რეაგირება იქნება - Palitra News

სამხედრო პოლიციის წარმომადგენელი - რეკრუტის საქმეზე დაწყებულია გამოძიება თუ რომელიმე მხარის ბრალეულობა დადგინდა, შესაბამისი რეაგირება იქნება

2018-12-18 14:16:26+04:00

რეკრუტის საქმეზე დაწყებულია გამოძიება. იმ შემთხვევაში, თუ გამოძიების პროცესში დადასტურდა ან დადგინდა რომელიმე მხარის ბრალეულობა, მათ შორის საბრძოლო მომზადების ცენტრის უფროსის, ჩვენს მიერ იქნება ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება, - ამის შესახებ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ ირაკლი ბაზერაშვილმა განაცხადა. შეგახსენებთ, რომ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის უფროსს რეკრუტი ცემაში ადანაშაულებს. თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი დავით ბერიშვილის ბრალდებებს უარყოფს.