სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის ყოფილი თანამშრომლები აპირებენ სასამართლოს მიმართონ, - ამის შესახებ სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის ყოფილმა თანამშრომლმა შოთა მათითაიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, მათ ადგილებზე უკვე დაიწყეს სხვა კადრების დანიშვნა. როგორც მან განმარტა, რეორგანიზაციასთან დაკავშირებით თანამშრომლებს ყველაზე ცოტა 3 თვით ადრე უნდა შეატყობინონ, ხოლო მათ შემთხვევაში ასე არ მოხდა.