სამხედრო მფრინავ ეკა ქვლივიძესა და თავდაცვის სამინისტროს შორის დავა აღარ გაგრძელდება. ამის შესახებ, „პალიტრა ნიუსს“ თავდაცვის სამინისტროშიგანუცხადეს. თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას და გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას ეკა ქვლივიძე შეხვდა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ქვლივიძეს საშუალება ექნება, გორის სამხედრო აკადემიაში ლექციები წაიკითხოს. ამასთანავე, ის საფრენოსნო საქმიანობასაც დაუბრუნდება. კონკრეტულად, თუ როდის შეძლებს ეკა ქვლივიძე საქმიანობას დაუბრუნდეს, აღნიშნულთან დაკავშირებით, სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს ტექნიკურ საკითხებთანაა დაკავშირებული, რის გამოც, ზუსტ თარიღს ვერ დაასახელებენ.