ქუთაისში სამკერვალო კომპანია "იმერის" ფართოვდება. კომპანიამ ახალი საამქრო გახსნა, რაც შესაძლებლობას იძლევა დასაქმებულტა რაოდენობა 200 ადამიანით გაიზარდოს. ამ დროისთვის საწარმოში 469 ადამიანი მუშაობს. პროექტის განხორციელება მენეჯმენტმა პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში შეძლო და შეღავათიანი კრედიტი 315 000 ევრო მიიღო. კომპანია გეგმავს ადგილობრივ ბაზარზე შეკერილი ნაწარმის გაზრდას 20-30%-ით.
"იმერის" მიერ წარმოებული პროდუქციის 90% ექსპორტზე გადის. სამკერვალო, ძირითადად, ტანსაცმელს აწარმოებს.