ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით ვაქცინის დანერგვის გეგმაში მკაფიოდ დაკონკრეტებულია, რომ სამივე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის შემოსატანად ქვეყანა მზადაა და დამატებითი ინვესტიცია ნებისმიერი ტემეპერატური რეჟიმის ვაქცინის მისაღებად არ სჭირდება. მისივე თქმით, ვაქცინის პირველი დოზების მისაღებად დათქმული დრო არის 2021 წლის პირველი კვარტალი.
გაბუნია ასევე არ გამორიცხავს, რომ „ფაიზერის" გარდა პირველ კვარტალშივე „კოვაქსის" პლატფორმიდან ქვეყანამ შემოთავაზება „ასტრაზენეკათი" ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით მიიღოს.